ამ ვებგვერდს მართავს კომპანია AVK GmbH, სარეგისტრაციო ნომერი (FN) 331849p, Theresianumgasse 7/1/7, 1040 Vienna, Austria (შემდგომში — „ჩვენ“, „კომპანია“). წინამდებარე პოლიტიკა აღწერს, როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.
1. რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთამ ვებგვერდზე სტუმრობისას ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას: ჩვენი ვებგვერდის გვერდზე სტუმრობის თარიღსა და დროს, თქვენს IP მისამართს, თქვენი ვებბრაუზერის დასახელებასა და ვერსიას, იმ ვებგვერდის მისამართს (URL), რომელსაც ჩვენს ვებგვერდზე გადმოსვლამდე სტუმრობდით, გარკვეულ cookie ფაილებს (იხ. ქვემოთ პუნქტი 2), აგრეთვე ინფორმაციას, რომელსაც თავად გვაწვდით ჩვენს ვებგვერდზე უკუკავშირის ფორმის შევსებისას, მათ შორის თქვენს სახელს, ტელეფონის ნომერს, ელფოსტის მისამართს, ქალაქს, ქვეყანასა და ორგანიზაციას.
თქვენ არ ხართ ვალდებული, მოგვაწოდოთ მონაცემები, რომლებსაც ჩვენს ვებგვერდზე ვითხოვთ. თუმცა, თუ მათ მოწოდებაზე უარს იტყვით, ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა თქვენთვის მიუწვდომელი იყოს.
2. Cookie ფაილებიეს ვებგვერდი იყენებს ე.წ. cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ფაილი, რომელიც ვებგვერდზე სტუმრობისას შეიძლება თქვენს მოწყობილობაში შეინახოს. როგორც წესი, cookie ფაილები ვებგვერდის დამატებითი ფუნქციების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. მაგალითად, მათ შეუძლიათ გაამარტივონ ვებგვერდზე ნავიგაცია, საშუალება მოგცენ, ვებგვერდის გამოყენება იმ ადგილიდან გააგრძელოთ, სადაც ადრე შეჩერდით, ან/და ვებგვერდზე განმეორებითი სტუმრობისას შეინახონ თქვენი პრეფერენციები და პარამეტრები. Cookie ფაილებს არ შეუძლიათ თქვენს მოწყობილობაში სხვა მონაცემებზე წვდომა, მათი წაკითხვა ან შეცვლა.
ამ ვებგვერდის cookie ფაილების უმეტესობა ე.წ. სესიის cookie ფაილებია. ისინი ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობის დასრულების შემდეგ ავტომატურად იშლება. მუდმივი cookie ფაილები კი თქვენს მოწყობილობაში რჩება, სანამ მათ ბრაუზერში ხელით არ წაშლით. ასეთ მუდმივ cookie ფაილებს ჩვენს ვებგვერდზე განმეორებითი სტუმრობისას თქვენს ამოსაცნობად ვიყენებთ.
ჩვენ ვიყენებთ აუცილებელ cookie ფაილებს ჩვენი ვებგვერდის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამ cookie ფაილების გამოყენებისთვის თქვენი თანხმობა საჭირო არ არის.
თქვენი თანხმობით, ასევე ვიყენებთ ანალიტიკურ და სარეკლამო cookie ფაილებს. ანალიტიკური cookie ფაილები გვეხმარება გავიგოთ, როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს. სარეკლამო cookie ფაილები გვეხმარება ჩვენი რეკლამის ეფექტიანობის შეფასებასა და სარეკლამო კამპანიების გაუმჯობესებაში.
ჩვენი cookie ბანერის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ არააუცილებელი cookie ფაილები, ასევე აირჩიოთ cookie ფაილების კატეგორიები, რომელთა გამოყენებასაც ნებას რთავთ. ჩვენს ვებგვერდზე „Cookie პარამეტრების“ განყოფილების მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები ან გააუქმოთ თქვენი თანხმობა.
თუ თქვენს მოწყობილობაში cookie ფაილების მართვა გსურთ, შეგიძლიათ ბრაუზერი ისე დააყენოთ, რომ მან შეგატყობინოთ ვებგვერდის მიერ cookie ფაილების შენახვის მცდელობის შესახებ. ასევე შეგიძლიათ დაბლოკოთ ან წაშალოთ უკვე შენახული cookie ფაილები. ამ მოქმედებების შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენი ბრაუზერის „დახმარების“ განყოფილებაში იხილავთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ cookie ფაილების დაბლოკვამ ან წაშლამ შესაძლოა ვებგვერდის მუშაობაზე იმოქმედოს და მისი ზოგიერთი ფუნქცია მიუწვდომელი გახადოს.
3. მონაცემთა დამუშავების მიზნებითქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის ვამუშავებთ:
- ამ ვებგვერდზე თქვენთვის წვდომის უზრუნველყოფა, აგრეთვე მისი შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება;
- ჩვენი შეთავაზებების ინტერნეტში მიმზიდველად წარმოდგენა;
- ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკის მიღება;
- ჩვენი რეკლამის ეფექტიანობის შეფასება და სარეკლამო კამპანიების გაუმჯობესება;
- ჩვენს ვებგვერდზე თავდასხმების გამოვლენა, პრევენცია და გამოძიება;
- თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც ელფოსტით ან უკუკავშირის ფორმის მეშვეობით გამოგზავნეთ.
4. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებითუ ქვემოთ სხვა რამ არ არის მითითებული, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი ზემოთ, მე-3 პუნქტში მითითებული მიზნების მიღწევის მიმართ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის f ქვეპუნქტის შესაბამისად.
თუ ხელშეკრულების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით ელფოსტით ან უკუკავშირის ფორმის მეშვეობით გვიკავშირდებით, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ასევე შეიძლება განხორციელდეს GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის b ქვეპუნქტის საფუძველზე.
პერსონალურ მონაცემებს ანალიტიკური და სარეკლამო მიზნებისთვის მხოლოდ თქვენი თანხმობით ვამუშავებთ, GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის a ქვეპუნქტის შესაბამისად. ჩვენს ვებგვერდზე „Cookie პარამეტრების“ განყოფილების მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა.
5. თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემაზემოთ მითითებული მიზნების მისაღწევად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება შემდეგ მიმღებებს გადავცეთ:
- ჩვენ მიერ დაქირავებულ მონაცემთა დამმუშავებლებს (მაგალითად, IT მომსახურების მომწოდებლებს);
- Tilda Publishing-ს, რომელიც ჩვენი ვებგვერდისა და უკუკავშირის ფორმებისთვის ტექნიკურ პლატფორმას უზრუნველყოფს;
- Google-ს, რომელიც Google Analytics, Google Ads და Google Tag Manager სერვისებს უზრუნველყოფს, თქვენი თანხმობის არსებობისას იმ შემთხვევებში, როდესაც ის საჭიროა.
ზემოთ აღნიშნული ზოგიერთი მიმღები თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს ან იქ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. სხვა ქვეყნებში პერსონალური მონაცემების დაცვის დონე შეიძლება თქვენი ქვეყნის დაცვის დონისგან განსხვავდებოდეს. ამასთან, თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ქვეყნებს გადავცემთ, რომლებშიც ევროკომისიის მიერ აღიარებული მონაცემთა დაცვის სათანადო დონე არსებობს, ან ვიღებთ ზომებს მიმღებების მიერ მონაცემთა დაცვის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.
თუ პერსონალური მონაცემები ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებს გადაეცემა, GDPR-ის შესაბამისად უზრუნველვყოფთ ასეთი გადაცემის სათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და აუცილებელი გარანტიების არსებობას, მაგალითად, ევროკომისიის გადაწყვეტილებას მონაცემთა დაცვის სათანადო დონის შესახებ ან ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს (Standard Contractual Clauses).
6. მონაცემთა შენახვის ვადათქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც გონივრულად აუცილებელია მე-3 პუნქტში მითითებული მიზნების მისაღწევად, და მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა უშვებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ კანონმდებლობით დადგენილი ვადების განმავლობაში, აგრეთვე შესაძლო მოთხოვნებთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადების გასვლამდე ან/და იმ დროის განმავლობაში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე გამოვლენილი თავდასხმების გამოსაძიებლად არის საჭირო.
7. თქვენი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებითმოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებებთან ერთად, უფლება გაქვთ:
(i) მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თქვენი რომელი პერსონალური მონაცემები ინახება ჩვენთან, და მიიღოთ ამ მონაცემების ასლები;
(ii) მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, შევსება ან წაშლა, თუ ისინი არასწორია ან კანონმდებლობის დარღვევით მუშავდება;
(iii) მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა;
(iv) გარკვეულ გარემოებებში, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ან გააუქმოთ მათი დამუშავებისთვის ადრე გაცემული თანხმობა;
(v) მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა;
(vi) მიიღოთ ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, რომლებსაც თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა;
(vii) შეიტანოთ საჩივარი უფლებამოსილ ზედამხედველ ორგანოში.
8. ჩვენი საკონტაქტო მონაცემებითუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით შეკითხვები ან შენიშვნები გაქვთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
AVK GmbH
სარეგისტრაციო ნომერი (FN): 331849p
Theresianumgasse 7/1/7
1040 Vienna, Austria
office@avkgroup.atბოლო განახლება: 2026 წლის 20 აგვისტო.